Friday, December 18, 2009

გლობალური დათბობა

პროექტის სახელი:გლობალური დათბობა
პროექტის მოკლე აღწერა :მოზარდმა გაათვითცნობიეროს, თუ რა არის გლობალური დათბობა, გაიაზროს, თუ როგორ გადაიჭრას ეს პრობლემა.
პროექტის სრული აღწერა:ეს გლობალური კატაკლიზმების პირობებში, მაშინ როდესაც ადამიანს უამრავი საფრთხე ემუქრება, მწვავედ დგება ადამიანის არსებობის პრობლემა. ამ სერიოზულ პრობლემას აღრმავებს და ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე ეკოლოგიური პრობლემები. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია, თუ რაოდენ საშიშია გლობალური დათბობა, რამდენი უარყოფითის მოტანა შეუძლია მას ადამიანებისათვის, მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ გაუფრთხილდეს გარემოს ყოველგვარი დაბინძურებისაგან, უფრო მეტიც აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებულ მიმდინარე ღონისძიებებში, კერძოდ, სკოლაში აღნიშნონ გარემოს დაცვის დღე,გამოსცენ გაზეთი, პლაკატები, ბუკლეტები, მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, ჩაატარონ საუბრები მოწვეულ სტუმარ სპეციალისტებთან ერთად
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–17 წელი/მე–7 მე–12 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის თებერვალი, მარტი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები მუშა ჯგუფებში, შემდეგ კი სკოლის კონტიგენტთან ლექცია-საუბრები, პრეზენტაციის მოწყობა, ბუკლეტების , სკოლის გაზეთის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაზეთი, ბუკლეტი, ფოტოალბომი, აქცია, ვიდეო მასალა, პლაკატები, ჩანახატები, ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით.
სარგებელი სხვებისთვის: ეს პროპაგანდა ეფექტურია ბავშვობის ასაკიდანვე, სწორედ მაშინ, როცა აღნიშნული პრობლემა აქტიურია. ჩვენს თანატოლებს გავუღვივებთ სურვილს დაიცვან გარემო.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული -სხვადასხვა საშუალებებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. . . სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა.
ხელოვნება - წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, ფოტოების, ბუკლეტების, რეკლამის, ნახატების გამოფენა.

უცხო ენა- მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, თარგმნის, აყალიბებს აზრს.

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი:თაყაძე ეთერ,ნანა ნებაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:etakadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://etotakadze.blogspot.com